Saturday, December 15, 2018

მეცხრე დღე

მეცხრე დღე  დავიწყეთ  youtube-ში  საჭირო  ვიდეოს  მოძიებითა და  ბლოგზე  გაზიარებით. ამისთვის  ვიდეოს  დაბლა მითითებული  შეარ ღილაკი  გამოვიყენეთ, შევედით embed video-ში, დავაკოპირეთ  ლინკი, გადავედით  ბლოგზე  და ახალ  პოსტში  გავააქტიურეთ HTML რეჟიმი, ჩავსვით  დაკოპირებული  ტექსტი  და გამოვაქვეყნეთ  ბლოგზე. ეს  ვიდეო  შეგვიძლია, საჭიროებისამებრ  ვაჩვენოთ მოსწავლეებს. ვისწავლეთ  youtube-დან  ვიდეოს  გადმოწერა  და  დამატება, რათა პროექტზე  მუშაობს  პროცესში  თუ  დაგვჭირდა  მსგავსი  მოქმედება,  არ გაგვიჭირდეს. ჩექლისტის  საშუალებით  შევამოწმეთ  ჩვენი  პორტფოლიო,  გამოვასწორეთ  ხარვეზები  და  დავრწმუნდით, რომ ყველა  დოკუმენტი  წესრიგშია. ჯგუფის  ყველა  წევრმა  გააკეთა თავისი  პროექტის წარდგენა წინასწარ  მომზადებული პრეზენტაციის  საშუალებით. მივიღეთ  შენიშვნები, ჩავასწორეთ  ხარვეზები.
რაც  შეეხება  ტრენინგს, ნამდვილად  გაამართლა  ჩემი იმედები. ძალიან  ბევრი  ახალი  რამ  ვისწავლე  ტექნოლოგიებთან  დაკავშირებით. ვისწავლე ბლოგის  შექმნა, პროექტის  შექმნა  და   ბევრი  ისეთი  საშუალება, რომელიც  ააუცილებლად  დამეხმარება  იმაში, რომ  მეტად  საინტერესო  გავხადო  ჩემი  მოსწავლეებისთვის  სასაწავლო  პროცესი, განუვითარო  მაღალი  დონის  სააზროვნო უნარ  ჩვევები, შევაჩვიო  ურთიერთთანამშრომლობასა და  ურთიერთპატივისცემას.
ძალიან  დიდი  მადლობა  ჩვენს ტრენერს _  გიორგი  არავიაშვილს  ტრენინგის  ასე  საინტერესოდ  წარმართვისთვის.
                 

პორტფოლიოს პრეზენტაცია


Friday, December 14, 2018

მერვე დღე

1. თემატურ გეგმაში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების ველები, ასევე გეგმაში შევავსეთ ბეჭვდითი მასალები, ინვენტარი მასალები, ინტერნეტ რესურსები და სხვა რესურსები.
2. გადახედეთ თქვენს Drive-ზე პორტფოლიოში გაქვთ თუ არა ყველა დოკუმენტი:
  • ბუკლეტის ჩექლისტი
  • ბუკლეტი
  • თემატური პრეზენტაცია (პედაგოგის პრეზენტაცია)
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩექლისტი
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
  • შეფასებები: პრეზენტაციის რუბრიკა, კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა, ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე ცხრილი.
  • ფასილიტაციის მასალები: (პრეზენტაცია, სხვა)
  • თემატური გეგმა (პროექტის გეგმა).
  • სხვა მასალები (სურათები და ა.შ)
3. აღნიშნული ნამუშევრების შესაფასებლად ვიყენებთ პორტფოლიოს რუბრიკა.

Thursday, December 13, 2018

მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები

ზოგადი:

  • რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის რომ არ გავხდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი?
თემატური:
  • როგორ ფიქრობთ, გაქვთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის, მუშაობის და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების შესახებ?
  • ხომ არ გსმენიათ კონკრეტული ამბავი თქვენი ნაცნობის, მეგობრის შესახებ, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა?
შინაარსობრივი:
  • რა არის ტრეფიკინგი?
  • როგორ ხდებიან ადამიანები ტრეფიკინგის მსხვერპლი?
  • არსებობს თუ არა მსოფლიოში რაიმე დოკუმენტი ადამიანის ვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით?

მეშვიდე დღე


                                                            VII დღე

1. ჩეკლისტის მეშვეობით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი (პრეზენტაცია)
2. ჩემს ბლოგზე რესურსებში, შეფასებებში გავხსენი და ჩამოვტვირთე  შეფასების რუბრიკა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, შევიტანეთ ცვლილებები აღნიშნულ დოკუმენტებში და ავტვირთეთ დოკუმენტები ჩვენს დრაივზე პორთფოლიოში შეფასებების საქაღალდეში.

ბოლოს დავწერეთ მეშვიდე დღის რეფლექსია

    Monday, December 10, 2018

    მეექვსე დღე


                                                            VI დღე


    1. პროექტის გეგმაში დავასრულეთ ინფორმაციის შეტანა დიფერენცირებულ სწავლებამდე.
    2. სახელმძღვანელოში გადავიკითხეთ მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შექმნის აქტივობა 1: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასებასა და აქტივობა 2: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა რათა დავგეგმოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ასევე ჩვენს ბლოგზე რესურსებში მოცემულია მოსწავლის ნიმუში სადაც უნდა გადავხედოთ ტრეფიკინგის პრეზენტაციას და მის ჩექლისტს თვალი და შევქმნათ ჩვენი მოსწავლეებისათვის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტი.
    ჩექლისტში მოცემული კრიტერიუმები უნდა გამომდინარეობდეს პროექტის გეგმაში შეტანილი სტანდარტებიდან, 21-ე საუკუნის უნარჩვევებიდან და სასწავლო მიზნბიდან.
    3. დასრულებული დოკუმენტები (ბუკლეტის ჩექლისტი, ბუკლეტი, თემატური გეგმა, თემატური პრეზენტაცია და ა.შ) ატვირთეთ DRIVE-ზე.
    4.ვიდეო გაკვეთილები:
        
    ბოლოს დავწერეთ მეექვსე დღის რეფლექსია

    Sunday, December 9, 2018

    მეხუთე დღე


                                                           V დღე

    1. პროექტის გეგმაში შევიტანეთ საბაზო უნარჩვევები და სასწავლო პროცედურები.
    სასწავლო პროცედურების უკეთ გასააზრებლად და დასაწერად გადავხედეთ სახელმძღვანელოში რესურსებში პროექტის გეგმებს.
    2.  დავასრულეთ.თემატური პრეზენტაციები
    3. ბლოგზე შევქმენით გვერდები.